ზოდიაქო - ჰოროსკოპი

11 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
ვერძი

ნუ განმარტოვდებით, პირიქით, შეეცადეთ, სასწრაფოდ შეცვალოთ მოსაწყენი სიტუაცია და მოიფიქროთ რაიმე ახალი. გაიხსენეთ თქვენი მისწრაფებები.

კურო

თქვენს ცხოვრებაში სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ცვლილებების დრო დადგა, სიფრთხილითა და ყურადღებით მოეკიდეთ ყოველ წვრილმანს და ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

ტყუპები

ფინანსურად დიდი მოგების ალბათობაა, შესაძლოა, დამატებით ახალი შემოსავლის წყაროც გამოგიჩნდეთ. ასევე, არის ალბათობა, გამოჩნდეს ისეთი საქმე, რომელიც სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაამყარებს თქვენს მატერიალურ მდგომარეობას.

კირჩხიბი

დიდი სიამოვნებით აიღებთ საკუთარ თავზე საკმაოდ რთულ სამუშაოს, რაც კარგ სამსახურს გაგიწევთ კარიერული წინსვლის გზაზე.

ლომი

კარგი იქნება, დიეტას თუ დაიწყებთ, ზოგადად, ჯანსაღი ცხოვრების წესსაც თუ მეტ ყურადღებას მიაქცევთ, ეს ახლა ძალიან სასარგებლო და ეფექტური იქნება.

ქალწული

სიფრთხილე და მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ გზებზე და სიმაღლესთან იყავით ფრთხილად.

სასწორი

შესაძლოა, დღეს, ეჭვებმა შეგიპყროთ, თავი ხელში აიყვანეთ და გონივრულად იმოქმედეთ, რათა სერიოზული პრობლემა არ შექმნათ პარტნიორულ ურთიერთობებში.

მორიელი

ნუ იმოქმედებთ მხოლოდ მოვალეობის მოხდის მიზნით, სჯობს, იყოთ გულწრფელი და თქვათ სიმართლე. თქვენ ეს შეგიძლიათ.

მშვილდოსანი

კარგი დროა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, იყავით გაბედული და შეუპოვარი, შედეგად წარმატება აუცილებლად მოვა.

თხის რქა

მოიძიეთ ახალი ნაცნობები, იყავით გულისხმიერი და მომთმენი განსაკუთრებით ახლობელ ადამიანებთან. ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებისას, ენდეთ საკუთარ ინტუიციას.

მერწყული

შესაძლოა, გარკვეული ფინანსური ოპერაციები ისე ვერ განახორციელოთ, როგორც თქვენ გსურდათ. მთავარია, სწორად გაწეროთ სამომავლო ქმედებები.

თევზები

ნუ შეგაშინებთ სიახლეები და ექსპერიმენტები, ახლა თქვენი ემოციური ბალანსი სასიკეთოდ აისახება ნებისმიერ საქმიანობაზე და თქვენს ცხოვრებაზე ზოგადად.

„ჩავიცვათ თეთრები... შევიძინოთ სიმბოლოები...“ - დიდ ხუთშაბათს შესასრულებელი რიტუალი
ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში დიდ ხუთშაბათს შესასრულებელ რიტუალებზე საუბრობს.

„ტრადიციები და რიტუალები ბევრმა ჩვენგანმა იცის: დიდ ხუთშაბათს უნდა ვიბანაოთ, ჩავიცვათ თეთრები, უნდა შევხვდეთ სუფთა სახლით, გადავყაროთ ძველი ნივთები, მოვიშოროთ თავიდან ყველაფერი, რაც ხელს გვიშლიდა და გვაბრკოლებდა. შეიძლება, შევიძინოთ ისეთი სიმბოლოები, რაც სახლს განაახლებს და ატმოსფეროს შეუცვლის. ამ მოქმედებების შესრულება დიდ ხუთშაბათს, დიდ ცვლილებებს იწვევს“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.

„ჩავიცვათ თეთრები... შევიძინოთ სიმბოლოები...“ - დიდ ხუთშაბათს შესასრულებელი რიტუალი
ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში დიდ ხუთშაბათს შესასრულებელ რიტუალებზე საუბრობს.

„ტრადიციები და რიტუალები ბევრმა ჩვენგანმა იცის: დიდ ხუთშაბათს უნდა ვიბანაოთ, ჩავიცვათ თეთრები, უნდა შევხვდეთ სუფთა სახლით, გადავყაროთ ძველი ნივთები, მოვიშოროთ თავიდან ყველაფერი, რაც ხელს გვიშლიდა და გვაბრკოლებდა. შეიძლება, შევიძინოთ ისეთი სიმბოლოები, რაც სახლს განაახლებს და ატმოსფეროს შეუცვლის. ამ მოქმედებების შესრულება დიდ ხუთშაბათს, დიდ ცვლილებებს იწვევს“, - ამბობს ანზორ ოდიშარია.

დაგჭირდებათ წყალი და 33 მონეტა - დიდ ხუთშაბათს შესასრულებელი რიტუალი ეზოთერიკოსებისგან
მართლმადიდებელი მორწმუნეები იწყებენ მზადებას დიდი აღდგომის აღსანიშნავად, ყველა ტრადიციის დაცვით. არსებობს სპეციალური რიტუალები, რომლებიც უნდა ჩატარდეს მოცემულ დღეს, რათა ფული მუდმივად გქონდეთ.

დიდ ხუთშაბათს ტრადიციის თანახმად, გამთენიისას უნდა ვიბანაოთ. ითვლება, რომ ამ დღეს წყალი განსაკუთრებულად სამკურნალო და გამასუფთავებელი ძლიერი ნათელი ენერგიული ძალით არის დამუხტული. წყალი ამ დღეს ავადმყოფობისგან, წყევლისგან ჯადოსგან თვალისგან და ნეგატიური ზემოქმედებისაგან გვანთავისუფლებს. წყლის გადავლების დროს ღმერთს მადლობა გადაუხადეთ ჯანმრთელობისთვის, დაცვისთვის, პატიებისთვის.

ამ დღეს კარგია ეკლესიაში მისვლა და ზიარება.

არის ასეთი ძველი რიტუალი სურვილების ასასრულებლად. ეკლესიაში რომ მიხვალთ, ერთდროულად სამი სანთელი დაანთეთ და ილოცეთ. როდესაც სანთლების 2/3 დაიწვება თითებით ჩააქრეთ სანთელი და სახლში წამოიღეთ. თითო სანთელი ერთ სურვილს ასრულებს. სანთელს დაანთებთ და სურვილს ჩაიფიქრებთ. სანთელი ბოლომდე უნდა ჩაიწვას. სანამ სანთელი იწვის, სურვილზე იფიქრეთ.

დიდ ხუთშაბათს კარგია, სახლის როგორც პრაქტიკული წმენდა ასევე ენერგეტიკული წმენდაც. გაანთავისუფლეთ სახლი არასაჭირო ნივთებისგან. გააღეთ ფანჯრები, დაანთეთ საკმეველი და ბინას სამჯერ საათის მიმართულებით შემოუარეთ. იკითხეთ ლოცვა, მამაო ჩვენო.

არის კიდევ ბარაქის მოსაზიდი რიტუალი რომ მთელი წლის განმავლობაში, სიუხვემ დაისადგუროს თქვენს ოჯახში. დილას ადრე ავსებული წყლით დიდ ჯამში ან ვედროში 33 ცალი მონეტა ჩაალაგეთ. მონეტები შეიძლება იყოს სხვა და სხვა ვალუტის. მონეტების ჩაყრის დროს წარმოთქვით,- სიუხვე და ბარაქა ჩემ ოჯახს.

ეს კომპოზიცია შუადღემდე უნდა დატოვოთ და მანამდე სახლის დალაგებას უნდა შეუდგეთ. როდესაც მორჩებით სახლის დალაგებას, მონეტებიან წყალში დასველებული ტილო თქვენი ბინის ყველა კარ-ფანჯარას გადაუსვით . როდესაც მორჩებით. ხურდები ამოიღეთ წითელ ან ოქროსფერ ტომარაში მოათავსეთ, ან ყუთში ჩაალაგეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ კუთხეში შეინახეთ მთელი წლის განმავლობაში. წყალი ან მცენარეებს ან გარეთ ხეს დაასხით.

კიდევ ერთი რიტუალი ფულის მოსაზიდად

როგორც კი გადაივლებთ წყალს, შეაგროვეთ მთლიანად თქვენი თანხა და ფულის ხალიჩაზე გადათვალეთ. ეს უნდა მოხდეს სამჯერ. დილით ადრე, ნაშუადრევს და მზის ჩასვლამდე. ოთახში უნდა იყოთ მარტო არავინ არ უნდა გხედავდეთ და არაფერმა არ უნდა შეგიშალოთ ხელი..

ყოველი დათვლის მერე, ფული უჯრაში შეინახეთ შემდეგ დათვლამდე. ბოლო დათვლის მერე ფული კონვერტში ჩადეთ აღდგომის დღესასწაულამდე.

VIDEO: „მოერიდეთ ეგოიზმს და აგრესიას“ - რომელი დღეებია კვირის განმავლობაში ყველაზე სახიფათო
„ორშაბათის და სამშაბათის ჩათვლით მეტად ყურადებით და ფრთხილად - არის დამაბულობის ტენდენცია.

ოთხშაბათიდან, 8 აპრილიდან, იწყება კარგი პერიოდი, რომელიც გასტანს 26 აპრილამდე, აქ უნდა მოასწროთ მნიშვნელოვანი საქმეები“, – ამის შესახებ ქვეყნის მთავარი ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „იმედის დილა“ საუბრობს და მიმდინარე კვირის შესახებ რჩევებს გვიზიარებს.

გვაქვს 4 გეომაგნიტური დღე: ორშაბათი, სამშაბათი, პარასკევი და შაბათი.

ასტროლოგი გვირჩევს, ამ დღეებში გავაკონტროლოთ ნერვები.

„კალათბურთის მხრივ პიკია, ექნება კოსმოსური გავლენა, თევზები ემოციური და სენსიტიური ქცევის სტაბილობა დამახასიათებელია ძალიან ცუდი კონფლიქტით, ამიტომ იყავით ყურადღებით.

9 აპრილს ცის კაბადონზე მნიშვნელოვანი მოვლენა ხდება, მარსის სამიანობის, ენერგიის და აგრესიის მართველი პლანეტა გადადის ვერძის ზოდიაქოს ნიშანში 19 მაისამდე.

26 აპრილს პლანეტა ურანი, რომელიც არის მოულოდნელობების, ელექრობების მართველი პლანეტა დატოვებს კუროს ზოდიაქოს ნიშანს და 7 წლით გადავა ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში, მოიმატებს აგრესია.

ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომლებსაც 19 მაისამდე განსაკუთრებით წარმატებული ეტაპი ელის - ასტროლოგები ასახელებენ
უახლოეს მომავალში მარსი განსაკუთრებით ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდება, რაც ზოდიაქოს ხუთი ნიშნის წარმომადგენელთა ცხოვრებაზე დადებითად აისახება. ​

ასტროლოგებმა დაასახელეს, ზოდიაქოს რომელი ნიშნები დაიწყებენ ცხოვრებას სუფთა ფურცლიდან:

​9 აპრილს მარსი - აქტივობის, ფიზიკური ძალის, სიმამაცის, გადაწყვეტილების მიღების უნარის, ენთუზიაზმის, მებრძოლი სულისკვეთების, გამარჯვების, ვნების, ბიზნესის, იარაღისა და კონფლიქტების პლანეტა ვერძის ნიშანში გადადის. ​აღნიშნული პლანეტა ზოდიაქოს პირველ ნიშანში 2026 წლის 19 მაისამდე დარჩება.

ასტროლოგების თქმით, წითელი პლანეტისთვის ეს ერთ-ერთი საუკეთესო მდებარეობაა. ​9 აპრილიდან 19 მაისამდე პერიოდში პოზიტიურ გავლენას ზოდიაქოს შემდეგი ნიშნები იგრძნობენ:

​ვერძი ​
ლომი
​მშვილდოსანი ​
ტყუპები
​მერწყული

​ამავე პერიოდში, პლანეტის ზემოქმედების მიმართ მეტი ყურადღების გამოჩენა მართებთ: ​კირჩხიბებს, ​სასწორებს, ​თხის რქებს...

როგორ გავთავისუფლდეთ სიმძიმის განცდისგან წითელ პარასკევს - ანზორ ოდიშარიას რჩევა
წითელ პარასკევთან დაკავშირებით, ეზოთერიკოსი ანზორ ოდიშარია „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერით გვირჩევს, როგორ გავთავისუფლდეთ სიმძიმისგან და ნეგატივისგან ამ დღეს.

„მოდის წითელი პარასკევი, რაც იმის ნიშანია, რომ თუ გსურთ რაღაც ძალიან ცუდისგან და მძიმისგან გათავისუფლდეთ და თქვენს ცხოვრებაში ეს სიმძიმე არ იყოს, შეგიძლიათ, დაწეროთ ფურცელზე, ჩაიფიქროთ სურვილი, მიხვიდეთ ტაძარში, დაანთოთ სანთელი, ილოცოთ... ამ დღესაც განსაკუთრებული მნიშვნელობა და ძალა აქვს, რომ ყველა სიმძიმისგან და სირთულისგან, რაც ცხოვრებაში ხელს გვიშლის, გავთავისუფლდეთ“, - ამბობს ეზოთერიკოსი.

რას ნიშნავს აღდგომის ღამით ნანახი სიზმარი
აღდგომის ღამე, რომელიც აღდგომა-ს უკავშირდება, ქრისტიანულ და ხალხურ ტრადიციებში განსაკუთრებულად მისტიკურ და სულიერ პერიოდად მიიჩნევა. სხვადასხვა წყაროსა და ეთნოგრაფიული ჩანაწერების მიხედვით, ამ ღამით ნანახ სიზმრებს ხშირად განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება.

ეზოთერულ და ფოლკლორულ წარმოდგენებში მიიჩნევა, რომ აღდგომის ღამეს სიზმრები შეიძლება იყოს სიმბოლური გზავნილები, რომლებიც ადამიანის შინაგან მდგომარეობას, სურვილებს ან მომავალთან დაკავშირებულ მინიშნებებს ასახავს. ზოგიერთი ტრადიციის მიხედვით, ამ ღამით ნანახი სიზმარი „წმინდა“ ენერგიის გავლენით უფრო სუფთა და ჭეშმარიტად ითვლება.

ეთნოგრაფიული წყაროები მიუთითებს, რომ ძველად ადამიანები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ასეთ სიზმრებს:

ნათელი და მშვიდი სიზმარი კეთილდღეობასა და წარმატებას ნიშნავდა;

ქაოსური ან შიშისმომგვრელი სიზმარი კი გაფრთხილებად ითვლებოდა, რომ ადამიანს მეტი სიფრთხილე მართებდა;

ახლობელი ადამიანების ნახვა სიზმარში ხშირად მათთან კავშირის გამყარების ან მონატრების გამოხატულებად მიიჩნეოდა.

მიუხედავად ამისა, ფსიქოლოგია სიზმრებს უფრო მეტად ადამიანის ფსიქიკის, ემოციებისა და ქვეცნობიერის გამოხატულებად განიხილავს. სპეციალისტების განმარტებით, განსაკუთრებული თარიღები, როგორიცაა აღდგომა, შესაძლოა უბრალოდ ძლიერ ემოციურ ფონად იქცეს, რაც სიზმრებშიც აისახება.

შედეგად, აღდგომის ღამით ნანახ სიზმრებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს — რელიგიური და ეზოთერული ხედვებით ისინი შეიძლება ნიშნების მატარებელი იყოს, ხოლო მეცნიერული თვალსაზრისით — ადამიანის შინაგანი სამყაროს ანარეკლი.

ვინ მიიღებს სამყაროსგან საჩუქარს: აპრილის ყველაზე იღბლიანი დღე ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
2026 წლის აპრილში ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს წარმატების შანსი და სამყაროსგან სასიამოვნო სიურპრიზები ელის. გაიგეთ, თვის რომელი მონაკვეთია თქვენთვის ყველაზე ბედნიერი და ცვლილებებს მომზადებული შეხვდით:

​ვერძი
​ყველაზე ბედნიერი დღე: პარასკევი, 17 აპრილი

თქვენს ნიშანში ახალმთვარეობა ახალი წამოწყებებისთვის საჭირო ენერგიას მოგცემთ. რისკზე წასვლისა და მოქმედების უფლება საკუთარ თავს თავად მიეცით - შედეგები ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.

წარუმატებელი დღეები: 11, 28 აპრილი

​კურო
​ყველაზე ბედნიერი დღე: კვირა, 19 აპრილი

კუროს სეზონი სწორედ ამ დღეს იწყება, რაც თქვენს ცხოვრებაში სიცხადესა და შინაგან ენერგიას შემოიტანს. ეს დღე შეჯამებისა და ცვლილებების დანერგვისთვის იდეალურია.

წარუმატებელი დღეები: 12, 26 აპრილი ​

ტყუპები
​ყველაზე ბედნიერი დღე: შაბათი, 25 აპრილი

ურანი თქვენს ნიშანში შედის, რაც განვითარების ახალ ეტაპებსა და შესაძლებლობებს გადაგიშლით. მოულოდნელი ცვლილებების მიმართ ღია იყავით - ეს თქვენს სასიკეთოდ იმუშავებს.

წარუმატებელი დღეები: 14, 29 აპრილი

კირჩხიბი
​ყველაზე ბედნიერი დღე: პარასკევი, 17 აპრილი

ახალმთვარეობა თქვენი კარიერისა და წარმატების სახლს გააქტიურებს. საკუთარ თავს თვითპრეზენტაციისა და პოტენციალის სრულად ათვისების საშუალება მიეცით.

წარუმატებელი დღეები: 13, 27 აპრილი ​

ლომი
​ყველაზე ბედნიერი დღე: ხუთშაბათი, 9 აპრილი

მარსი თქვენს შემთხვევაში იღბლის სახლს ააქტიურებს, რაც ენერგიის ახალი საქმეებისკენ მიმართვაში დაგეხმარებათ. ახლა მოქმედებისა და რისკზე უშიშრად წასვლის დროა.

წარუმატებელი დღეები: 15, 23 აპრილი ​

ქალწული ​
ყველაზე ბედნიერი დღე: კვირა, 19 აპრილი

მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად შინაგან სიცხადესა და მხარდაჭერას მოიპოვებთ. ეს დღე როგორც პირად, ისე პროფესიულ ცვლილებებს საუკეთესოდ წარმართავს.

წარუმატებელი დღეები: 10, 24 აპრილი ​

სასწორი ​
ყველაზე ბედნიერი დღე: პარასკევი, 24 აპრილი

ახალი პროექტებისთვის ენერგიისა და შთაგონების მოზღვავებას იგრძნობთ. კრეატიულობისა და სიმტკიცის გამოსავლენად ეს საუკეთესო პერიოდია.

წარუმატებელი დღეები: 16, 28 აპრილი

​მორიელი
​ყველაზე ბედნიერი დღე: კვირა, 26 აპრილი

თქვენი ინტუიცია და ნებისყოფა პიკს მიაღწევს. მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად და ძველი საკითხების მოსაგვარებლად ეს დღე იდეალურია.

წარუმატებელი დღეები: 13, 27 აპრილი ​...ვრცლად

პლანეტა ვენერა 2026 წლის აპრილში - რა ცვლილებები გველოდება თვის განმავლობაში პირადი ურთიერთობებისა და ფინანსების კუთხით
23 აპრილამდე ვენერა კუროს ნიშანში იქნება, რაც ცხოვრებით ტკბობის, საინტერესო გამოცდილების დაგროვებისა და ფიზიკური კეთილდღეობის პერიოდს განაპირობებს. თუმცა, ამავდროულად, 8 აპრილამდე იგი მრისხანე პლანეტა პლუტონთან ასპექტშია, რაც ამ სფეროებში გარკვეულ დაძაბულობას წარმოშობს. ​

ურთიერთობებში შესაძლოა, ზედმეტი ან უსაფუძვლო ეჭვიანობა, წვრილმანებზე გამოკიდება და უკმაყოფილება იგრძნოთ. ვინაიდან ეს განცდები დროებითია, მათ არ უნდა აჰყვეთ - ეს ტენდენცია მალე გაიფანტება, კონფლიქტისგან დატოვებული უსიამოვნო კვალი კი დარჩება. ​

შესაძლოა, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ფული კრიტიკულად არ გყოფნით. ზოგიერთს სარისკო წამოწყებებში ჩაბმის სურვილი შეაწუხებს - მაგალითად, ინვესტირება ან რომელიმე პროექტში ფინანსური წილის ჩადება მოუნდება. სიფრთხილე გამოიჩინეთ და ნაბიჯის გადადგმამდე სტრატეგია კარგად განსაზღვრეთ. ​

საკუთარი თავით უკმაყოფილებას იგრძნობთ. ყველაზე ემოციურ ადამიანებს შესაძლოა, გარეგნობის კარდინალური ცვლილებები მოუნდეთ. რაღაცის შეცვლა, მათ შორის რთული კოსმეტოლოგიური პროცედურებისა და ქირურგიული ჩარევების სურვილი გაგიჩნდებათ. გახსოვდეთ, რომ 3 და 4 აპრილი მსგავსი მანიპულაციებისთვის შესაფერისი დრო არ არის. (ასევე დაგაინტერესებთ: ​ზოდიაქოს ის ნიშნები, რომლებსაც 2026 წლის აპრილში დიდი სიურპრიზი ელის - ასტროლოგები ასახელებენ)

9 აპრილიდან პლუტონის გავლენით გამოწვეული დაძაბულობა ჩაცხრება და 18 აპრილამდე ვენერა კუროს ნიშანში სხვა პლანეტებთან მეტ-ნაკლებად ჰარმონიულ ასპექტში იქნება. ეს პერიოდი იდეალურია: ​

სილამაზის პროცედურებისთვის, თუკი გრძელვადიანი შედეგი თქვენთვის პრიორიტეტულია. სპა-პროცედურები და მასაჟი ამ დროს განსაკუთრებით ეფექტური იქნება. ​

თქვენი ურთიერთობების (როგორც რომანტიკული, ისე საქმიანი პარტნიორობის) განმტკიცებისთვის, სადაც მნიშვნელობა კონკრეტულ ქმედებებს, მატერიალურ მხარდაჭერასა და საჩუქრებს ენიჭება. ​

რესურსების დაგროვებისა და კაპიტალის გაზრდის გზების ძიებისთვის. ფინანსური ზურგის შესაქმნელად ეს საუკეთესო დროა. ​წარმატებული შოპინგისთვის, თუკი რაიმეს შეძენასა და საკუთარი თავის გახარებას დიდი ხანია გეგმავდით. ​

გემრიელი და დახვეწილი კერძებით ტკბობისთვის. ​თუ ვარჯიშის დაწყებას აპირებთ, მშვიდი, სტატიკური დატვირთვა, პილატესი და თანამედროვე ცეკვები საუკეთესო არჩევანი იქნება. ​ამ ხელსაყრელი დროით აუცილებლად ისარგებლეთ.

19 აპრილიდან ვენერა ურანს შეუერთდება, რის შემდეგაც შედარებით რთული ეტაპი დაიწყება. მოვლენები ან მოულოდნელად, ან თქვენგან დამოუკიდებელი, გაუთვალისწინებელი გარემოებების თანხლებით განვითარდება.

​ხოლო 24-დან 29 აპრილამდე სასიყვარულო ფრონტზე განწყობა რადიკალურად შეიცვლება - ვენერა ტყუპების ნიშანში გადავა. ურთიერთობებში სწრაფი ცვლილებებისა და სიახლეების სურვილი გაგიჩნდებათ, მარტოხელა ადამიანები კი კომუნიკაციაში ინიციატივას უფრო ხშირად გამოიჩენენ. ნაცნობობისთვის საუკეთესო ადგილი ინტერესთა კლუბები გახდება. ასევე, მეგობრების წრეში, სწავლისას ან მგზავრობისას ახალი ადამიანების გაცნობას ვენერა ტყუპებში ხელს უწყობს. ჩამოყალიბებული წყვილებისთვის კი ახალ და ორიგინალურ ადგილას გასეირნება საუკეთესო გადაწყვეტილება იქნება...ვრცლად