რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

სრულიად მოულოდნელად აღმოაჩენთ, რომ საყვარელი ადამიანი ერთ-ერთ საკითხთან დაკავშირებით თქვენს შეხედულებებს იზიარებს! ასე რომ, საკუთარ აზრს ამაოდ უმალავდით. პლანეტების ხელსაყრელი განლაგება მოვალეობების წარმატებით შესრულებაში დაგეხმარებათ. შეეცადეთ, სამსახურში ძალიან არ გადაიღალოთ და თუ შესაძლებელია, სახლში ადრე წადით. არსებობს რისკი, რომ რომელიმე პროექტში დიდი ფული ჩადოთ, მაგრამ ამ ინვესტიციიდან მატერიალური ამონაგები თითქმის ვერ მიიღოთ. სამაგიეროდ, ეს დღე იდეალურია ნებისმიერი საბუთის გაფორმებისა და ოფიციალურ უწყებებთან ურთიერთობისთვის. დღის მეორე ნახევარში საოჯახო საქმეებს მიხედეთ და დრო ოჯახურ წრეში გაატარეთ. ყურადღება მიაქციეთ კვების მენიუს, რადგან მოსალოდნელია კუჭთან დაკავშირებული პრობლემები. ეს დღე არახელსაყრელია ფიზიკური შრომისთვის.

კურო

პირად ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემაა, რომელთა მიზეზიც თქვენი პერფექციონიზმი და იდეალური ადამიანის პოვნის დაუსრულებელი მცდელობაა. ამ დღეს სურვილი გექნებათ, ბრაზი გარშემომყოფებზე იყაროთ და ირგვლივ ნეგატიური განწყობა გაავრცელოთ. ნუ იქნებით ეგოისტი და ჩხუბამდე საქმეს ნუ მიიყვანთ. პლანეტების არახელსაყრელი განლაგების გამო, შესაძლოა მუშაობის პროცესში შეცდომები დაუშვათ. დღეს თქვენი განწყობა ძალიან ცვალებადია. ამ დღეს ყვავილებს გაჩუქებთ ადამიანი, რომელიც თქვენზე ფიქრობს. მალე გაწეული შრომა დაგიფასდებათ და თქვენს ცხოვრებაში ფინანსური სტაბილურობის პერიოდი დადგება. ჰოროსკოპი გირჩევთ, რომ საკუთარ პრობლემებს და ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.

ტყუპები

რომანტიკული პაემნებისა და მთვარის შუქზე სეირნობისგან ცოტა ხნით შეისვენეთ – ახლა ცხოვრების ფინანსური და მატერიალური მხარეების განმტკიცებაზე უნდა იზრუნოთ. ოჯახი და სახლი თქვენი ცხოვრების მთავარი საყრდენია. ეცადეთ ახლობლებს თქვენი სიყვარული და ზრუნვა აგრძნობინოთ და ამას აუცილებლად დააფასებენ. გამონახეთ დრო თვითგანვითარებისთვის – სწავლა და ახალი აღმოჩენები დიდ სიხარულს მოგიტანთ. გამორიცხული არ არის, მხარდაჭერა მიიღოთ ადამიანისგან, ვისაც ადრე არ ენდობოდით. თუ ფული გჭირდებათ, ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელობას უნდა აცნობოთ. ეცადეთ, ფინანსური დახმარება გონივრულად გამოიყენოთ და იმპულსურ შესყიდვებზე ნუ დახარჯავთ. ფუჭ ოცნებებსა და ილუზიებს ნუ მიეცემით, მიუხედავად იმისა, რომ დღევანდელი ატმოსფერო ამისკენ გიბიძგებთ — ახლა ძალების მოკრებისა და ყურადღების გამახვილების დროა.

კირჩხიბი

მარტოხელა კირჩხიბებო, კარგად მიმოიხედეთ — სავარაუდოდ, თქვენი მეორე ნახევარი სულ ახლოსაა! გირჩევთ, ოჯახში დაძაბული ატმოსფეროს განსამუხტად წვეულება მოაწყოთ და ძველი მეგობრები დაპატიჟოთ. სამსახურში უჩვეულო დავალებას მოგცემენ, რის გამოც დატვირთული მუშაობა მოგიწევთ, თუმცა მიღებული გამოცდილება თქვენი პროფესიული ზრდისთვის ძალზე ღირებული იქნება. ფულის შოვნის გარდა, თქვენს პერსპექტივებზე იფიქრეთ — მომავალ 3.5 წელიწადში რისი მიღწევა გსურთ? ეცადეთ საღამოს ქალაქგარეთ გასვლა დაგეგმოთ, გარემოს შეცვლა განწყობას გააუმჯობესებს და შთაგონებით აგავსებთ.

ლომი

თუ გსურთ, რომ თქვენი რომანტიკული ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადაიყვანოთ, რჩეულს მიანიშნეთ, რომ მენდელსონის მარში მოგწონთ. დაოჯახებული ლომებისთვის რომანტიკული ისტორიები დროებით მეორე პლანზე გადაინაცვლებს, რადგან ამისთვის აღარც დრო დარჩებათ და აღარც ენერგია. ეცადეთ, ყურადღება ისეთ საკითხებზე გაამახვილოთ, სადაც გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღოთ — ამ გზით წარმატების მიღწევის მეტი შანსი გაქვთ. შესანიშნავი დროა ახალი ცოდნის მიღებისა და დროის სასიამოვნოდ გატარებისთვის. თუ დიდი ხანია ძვირად ღირებული ნივთის შეძენაზე ოცნებობთ, მალე ამის შანსი მოგეცემათ. ეს დღე ხელსაყრელია მკურნალობის დასაწყებად — ამჯერად, აღარ უნდა გადადოთ.

ქალწული

რთული და წინააღმდეგობრივი დღეა. უამრავი შეხვედრა და საუბარი გელით და მთელ დღეს ყურადღების ცენტრში გაატარებთ, თუმცა, ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები მაინც ვერ შეხვდებიან ადამიანს, რომელიც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ოჯახთან თქვენი ურთიერთობა სითბოთი და ჰარმონიითაა სავსე და საყვარელი ადამიანების გვერდით გატარებული ყოველი წუთი გახარებთ. დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ საკუთარი ან სხვისი საიდუმლო არ წამოგცდეთ. მარსისა და მერკურის კვინკონსი ყურადღებას თქვენი ფინანსებისკენ მიმართავს. დღე კარგია მასაჟის პროცედურებია და აუზზე წასვლისთვის, თმის შეჭრისგან კი უმჯობესია თავი შეიკავოთ, რადგან შედეგით უკმაყოფილო დარჩებით.

სასწორი

თუ თქვენსა და საყვარელ ადამიანს შორის გრძნობების გაციება იგრძნობა, რამდენიმე დღით ქალაქიდან გადით – სავარაუდოდ, ერთმანეთის მონატრებით ურთიერთობის შენარჩუნებას შეძლებთ. პირად ცხოვრებაში ძველ, ნაცად ხერხებს მიჰყევით და სიახლეებს მოერიდეთ. დღის მეორე ნახევარში სასიხარულო ამბავს ან სასიამოვნო შეხვედრას ელოდეთ. სამსახურში ხელმძღვანელობა თქვენში დიდ შემოქმედებით პოტენციალს დაინახავს, თუმცა კარიერულ წინსვლამდე ძალიან დიდი გზა გაქვთ გასავლელი. თუ მაღაზიაში ისეთ ნივთს ნახავთ, რომელიც თქვენს ყურადღებას მიიპყრობს, დიდხანს ნუ იფიქრებთ და მაშინვე იყიდეთ. ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მოსალოდნელია ზურგის პერიოდული ტკივილი, რაც განწყობას გაგიფუჭებთ.

მორიელი

ამ დღეს შესაძლოა შთაგონების მოზღვავება იგრძნოთ. გამოიყენეთ ეს მომენტი და საყვარელ ადამიანს სასიამოვნო სიურპრიზი მოუწყვეთ. სავარაუდოდ, სახლში ბევრი საქმე გამოგიჩნდებათ. ვარსკვლავები გაუთვალისწინებელ საყოფაცხოვრებო ან კომუნალურ პრობლემებზე მიანიშნებენ. კომერციულ და საქმიან სფეროში წარმატება მთლიანად თქვენი მოლაპარაკების უნარსა და საქმიან კავშირებზეა დამოკიდებული. საღამოს ეცადეთ, გარშემო პოზიტიური ადამიანები შემოიკრიბოთ, რომლებიც მხარს დაგიჭერენ და განწყობას აგიმაღლებენ. ახალი, სასიამოვნო ნაცნობობა თქვენს მომავალზე სასიკეთოდ აისახება.

მშვილდოსანი

გახსოვდეთ, რომ საკუთარი თავის სიყვარული ქმნის სივრცეს სხვების მიმართ გულწრფელი გრძნობებისთვის. ამ კვირას კარგად იშრომეთ, ახლა კი შეგიძლიათ, თავს მცირედი დასვენების უფლება მისცეთ. გამონახეთ დრო მეგობრებთან და იმ ადამიანებთან ურთიერთობისთვის, რომელთა ნახვაც განსაკუთრებით გსიამოვნებთ. ინტუიცია გკარნახობთ, სწრაფად როდის იმოქმედოთ და როდის უნდა გააკეთოთ პაუზა, რათა ინიციატივა სხვებს დაუთმოთ. პოზიტიური ტენდენციების გავლენა ძლიერდება, შესაბამისად, წარმატების მიღწევის შანსებიც იზრდება. მოსალოდნელია საქმიანი მოლაპარაკებები და ერთობლივი მუშაობის შესახებ მიმზიდველი შემოთავაზებები. ბედისწერას ნუ დაემდურებით იმ გამოცდის გამო, რომელსაც ამ პერიოდში გიგზავნით! შეინარჩუნეთ სულიერი სიმშვიდე, ეს საღად აზროვნებაში დაგეხმარებათ.

თხისრქა

ასტროლოგები ბედისწერის მოულოდნელი შემობრუნების შესახებ გაფრთხილებენ. გამორიცხული არ არის, რომ ამ დღემ მოგცეთ შანსი, პირად ცხოვრებაში ყველაზე გაბედული ოცნებები აიხდინოთ. შესაძლოა, იმ ადამიანების მოხიბვლა შეძლოთ, რომლებიც ადრე თქვენში განსაკუთრებულ შესაძლებლობებს ვერ ხედავდნენ. ამ დღეს ბევრი საქმიანი კავშირების გაფართოებასა და განმტკიცებას შეძლებს. სხვების ქცევის მოტივებსა და განწყობას შესანიშნავად გრძნობთ, რაც საშუალებას მოგცემთ, საქმიან თანამშრომლობაზე შეუთანხმდეთ. უკიდურესობები ნებისმიერ სფეროში საზიანოა. ზედმეტი სტრესის ასაცილებლად ეცადეთ, სამუშაოსა და დასვენებას შორის ბალანსი შეინარჩუნოთ.

მერწყული

საყვარელი ადამიანი თქვენზე განაწყენდება. შეეცადეთ, მშვიდად გაარკვიოთ, ამის მიზეზი რა არის. გამორიცხული არ არის, რომ ახლობელი ადამიანების მხარდაჭერა დაგჭირდეთ. ხელსაყრელი დღეა ბიზნესმენებისა და მეწარმეებისთვის – ბევრი თქვენგანი მოგებიანი გარიგების დადებას შეძლებს! მალე საშუალება გექნებათ, რომ თავისუფალ გარემოში, მხიარულ შეხვედრაზე სერიოზული საკითხები განიხილოთ. ვარსკვლავები გირჩევენ, ეს დღე ტყუილის გარეშე გაატაროთ, რადგან ზოგჯერ ყველაზე უწყინარმა ტყუილმაც კი შეიძლება უსიამოვნო შედეგებამდე მიგვიყვანოს. კარგად დააკვირდით, რას და რამდენს მიირთმევთ, რადგან წონის სწრაფად მომატების რისკი არსებობს.

თევზები

ამ დღეს ოჯახში მოსალოდნელია დაძაბული ურთიერთობა, რაც დიპლომატიური გზით უნდა მოაგვაროთ. გირჩევთ, საქმიანი და პირადი ურთიერთობები ერთმანეთში არ აურიოთ — სამსახურებრივმა რომანმა შესაძლოა თქვენს იმიჯს ჩრდილი მიაყენოს. ამ დღეს არსებობს რისკი, რომ წამიერი ემოციების გავლენით რაღაც სრულიად უსარგებლო ნივთი შეიძინოთ. სწორი კვება ჯანმრთელობისა და ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტიაა. მოერიდეთ იაფფასიან სწრაფ კვებასა და სხვა ისეთ საკვებს, რომელსაც სიმსუქნის გამოწვევა შეუძლია.