აშშ-ში, ჰავაის შტატის ქალაქ ჰონაუნაუ-ნაპოპოოს სამხრეთით, 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, თუმცა წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრის ცნობით, ამ დროისთვის ცუნამის საშიშროება არ არსებობს. ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ცნობით, მიწისძვრა ადგილობრივი დროით 21:46 საათზე მოხდა.
ოფიციალური პირების თქმით, ძლიერი ბიძგები კუნძულების მთელს ტერიტორიაზე იგრძნობოდა, თუმცა მაუნა ლოასა და კილაუეზე რაიმე ზიანი არ დაფიქსირებულა.
ამასთან, ჰავაის ოლქის მერმა, კიმო ალამედამ განაცხადა, რომ სამხრეთ კონას რაიონში რამდენიმე მეწყრის შემდეგ სახლები და შენობები დაზიანდა, საგზაო ჯგუფები კი ნანგრევებს ასუფთავებენ.