ძალადობაში ჩართული პოლიციელების ერთი ნაწილი იდენტიფიცირებულია - "პირველების" ინფორმაციით, დაკავებულები არიან ზაკო (გიორგი) წკრიალაშვილი, ბესიკ ქვრივიშვილი და ალეკო ბადალოვი.
დაკავებული პოლიციელების ახლობლები მედიასთან კომუნიკაციას ერიდებიან. ერთ-ერთი პოლიციელის ახლობელი ამბობს, რომ მან კადრებში ვერ ამოიცნო მისი ოჯახის წევრი და რომ ის არაფერ შუაშია.
დღეს, 28 მაისს, პროკურატურამ გორში, „კომბინატის დასახლებაში“ მოქალაქეზე ძალადობის საქმეზე ექვსი პოლიციელი დააკავა. ძალადობაში მხილებულ პოლიციელებს 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
პოლიციელების ნაწილი ხაშურის, ნაწილი კი დიღმის დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაიყვანეს.
მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, ჩადენილი ძალადობით). მუხლს დაკავებულის ადვოკატი და სხვა იურისტები არ ეთანხმებიან და მის გადაკვალიფიცირებას მოითხოვენ.
წყარო: tvpirveli