“ჯასტინ, გილოცავ. შენ თქვი, რომ ჩემს სახეზე კვალს დატოვებდი და ასეც გააკეთე. პირველ რაუნდში მარჯვენა თვალში მხედველობა დამაკარგვინე, მეორე რაუნდის ბოლოსკენ კი – მარცხენაშიც.

არანაირი გამართლება. ცხოვრებაში ერთ-ერთი საუკეთესო მოსამზადებელი ბანაკი გავიარე. ბრძოლას იდეალურ ფორმაში და სრულ მზადყოფნაში შევხვდი.

წუხანდელი ღამე შენი იყო. ასეთია ამ სპორტის ბუნება. დიდება და ტკივილი გვერდიგვერდ დადიან.

მე გამოვჯანმრთელდები. დავისვენებ. და დავბრუნდები უფრო ძლიერი, ბრძენი და გაცილებით უფრო საშიში.

და მერწმუნე… ჩვენს შორის ეს ისტორია ჯერ არ დასრულებულა.
ჩვენ რევანში გვექნება” | ნათქვამია ილია თოფურიას მიმართვაში

თვალის დაზიანების გამო ილია თოფურიას თეთრ სახლში ბრძოლის გაგრძელების უფლება არ მისცეს და მეოთხე რაუნდის შემდეგ გამარჯვებული ჯასტინ გეიჯი გახდა