ბრიტანეთში ლატარიის გამარჯვებული კუთვნილი ფულის მისაღებად არ გამოცხადდა. ამის შესახებ წერს The Guardian.

2025 წლის 4 ოქტომბერს უცნობმა იღბლიანმა ადამიანმა ლატარიის ბილეთი შეიძინა ლონდონის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში და მოიგო 10 მილიონი ფუნტი სტერლინგი დიდი ბრიტანეთის ეროვნული ლატარიის წესებით, მას ჰქონდა ექვსი თვე, რათა წარედგინა ბილეთი და მიეღო პრიზი. ეს ვადა დასრულდა 2 აპრილს შუაღამით. ახლა ეს მოგება რომელიმე საქველმოქმედო ფონდს გადაეცემა.