პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" მე­ო­ცე სე­ზო­ნის და­წყე­ბას გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბი­ან. რო­დის გა­ნახ­ლდე­ბა სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი, ეს არა­ვინ იცის. ამი­ტომ „კა­ვეა პლუს­მა“ სე­რი­ა­ლის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­თან ერ­თად ახა­ლი პრო­ექ­ტი და­ი­წყო. რო­გორც სე­რი­ა­ლის გულ­შე­მატ­კივ­რებს, ასე­ვე სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბებს ძა­ლი­ან უნ­დათ, რომ პრო­ექ­ტი ისევ და­ი­წყოს.

ანა ტყე­ბუ­ჩა­ვას გან­ცხა­დე­ბით, პრო­ექ­ტი ახალ ეტაპ­ზე გა­და­დის: "ამი­ე­რი­დან უყუ­რეთ „ჩცდ-ს“ ცხრა­მე­ტი­ვე სე­ზონს მხო­ლოდ „კა­ვეა პლუს­ზე“, რა თქმა უნდა, უფა­სოდ, ხოლო ჩვენ შე­მოგ­ვი­ერ­თდით ყო­ველ ხუთ­შა­ბათს. ჩვენ აქ ვი­სა­უბ­რებთ ყვე­ლა­ფერ იმა­ზე, რაც კა­მე­რას არ და­უ­ფიქ­სი­რე­ბია, თუ რო­გორ შე­ვიკ­რი­ბეთ, რო­გორ გა­ვი­ა­რეთ კას­ტინ­გი და, ზო­გა­დად, რო­გორ და­ი­წყო სე­რი­ა­ლი. რო­გორ გა­ვი­ა­რეთ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი და ამავდრო­უ­ლად ძა­ლი­ან რთუ­ლი დღე­ე­ბი, რო­გორ ვხა­ლი­სობ­დით და რო­გორ დაგვზარ­და სე­რი­ალ­მა. ამი­ტომ ეს ის­ტო­რია აქ არ დამ­თავ­რე­ბუ­ლა და დღე­ი­დან ყო­ველ ხუთ­შა­ბათს ჩვენ უკვე ახალ ფორ­მატ­ში ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს, უფრო უშუ­ა­ლოდ და უფრო გულ­წრფე­ლად“, - ამ­ბობს ანა ტყე­ბუ­ჩა­ვა

AMBEBI.GE ჩცდ-ს მსა­ხი­ობს ლე­ვან ყო­ჩი­აშ­ვილს ესა­უბ­რა:

- ლე­ვან, 21 მა­ისს "კა­ვე­ა­ზე" პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა გა­ვი­და და ხმა გავ­რცელ­და, თით­ქოს ჩცდ-ს გა­და­ღე­ბა უნდა და­ი­წყოს და სე­რი­ა­ლი გრძელ­დე­ბა...

- კი, ეს არის სე­რი­ა­ლის გო­გო­ე­ბის-და­და­ქა­ლე­ბის პოდ­კას­ტი. მათ მიჰ­ყავთ, ვინც ჩცდ-ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ვინც ამ სე­რი­ალს ქმნი­და, კი, ის ხალ­ხია. პირ­ვე­ლი სტუ­მა­რი მე ვი­ყა­ვი. მო­იყ­ვა­ნენ სხვა მსა­ხი­ო­ბებ­საც, შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფს, რომ­ლე­ბიც მოჰ­ყვე­ბი­ან იმ ამ­ბებს, რაც კადრს მიღ­მა დარ­ჩა: რა დროს რა ხდე­ბო­და, რო­მელ სე­ზონ­სა თუ სე­რი­ა­ში იმას გა­იხ­სე­ნე­ბენ. ალ­ბათ, მარ­თლაც ამან გა­მო­იწ­ვია ეს მით­ქმა-მოთ­ქმა.

- სა­ერ­თოდ არ არის სა­უ­ბა­რი იმა­ზე, რომ შე­საძ­ლოა ეს სე­რი­ა­ლი აღ­დგეს?

- არა, სა­ერ­თოდ არ არის ჯერ არა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კი - არც გაგ­რძე­ლე­ბა­ზე, არც სხვა რა­მე­ზე... რა თქმა უნდა, მეც მე­ნატ­რე­ბა... ძა­ლი­ან დიდი დრო გვაქვს იქ გა­ტა­რე­ბუ­ლი. 19 სე­ზო­ნი და 12 წელი... იმ სა­ო­ცა­რი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ ჯერ კი­დევ ვერ გა­მოვ­სულ­ვართ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან... იმ­დე­ნად სა­ხალ­ხო გახ­და ეს სე­რი­ა­ლი და ისე შე­ვი­და ოჯა­ხებ­ში, რომ ხალ­ხი სე­რი­ო­ზუ­ლად გვე­კი­თხე­ბო­და, სა­და­უ­რი გო­ცი­რი­ძე­ე­ბი ხარ­თო. ვე­ღარ არ­ჩევ­დნენ პერ­სო­ნაჟს და მსა­ხი­ობს, სრუ­ლი გა­ი­გი­ვე­ბა ხდე­ბო­და. ასეთ დროს მე­ღი­მე­ბო­და, რა უნდა მეთ­ქვა?! გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის გული არას­დროს და­მი­წყვე­ტია, ვცდი­ლობ­დი, ამ ადა­მი­ა­ნებს არა­ფე­რი სწყე­ნო­დათ.

- ხში­რად ვწერ­დი სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბებს და ყო­ველ­თვის ყვე­ლა იმ და­ძა­ბულ სა­მუ­შაო გრა­ფიკ­ზე სა­უბ­რობ­და...

- ძა­ლი­ან დიდი ენერ­გია წა­ი­ღო, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ იქ ვცხოვ­რობ­დით...

- ისე, დას­კვნი­თი სე­ზო­ნი, მა­ინც მგო­ნია, რომ გა­და­სა­ღე­ბია, რომ სე­რი­ალს ლო­გი­კუ­რი ფი­ნა­ლი ჰქო­ნო­და...

- კი, დას­კვნი­თი სე­ზო­ნი აუ­ცი­ლე­ბე­ლია.

- თქვე­ნი გმი­რი სი­ურპრი­ზე­ბით იყო სავ­სე: ვი­თომ ძა­ლი­ან მშვი­დი, მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი, მაგ­რამ უცებ ისეთ რა­მეს ჩა­ი­დენ­და, ყვე­ლას აო­ცებ­და...

- ახერ­ხებ­და მა­გას, დიახ. სა­ერ­თოდ, სცე­ნა­რი ყვე­ლა გმირს ბევრ ფერს მა­ტებ­და. ამი­ტო­მაც გაძ­ლო სე­რი­ალ­მა ამ­დენ ხანს და ამი­ტომ უყუ­რებ­და მა­ყუ­რე­ბე­ლიც. პერ­სო­ნა­ჟე­ბი არ იყ­ვნენ ერ­თფე­როვ­ნე­ბი. ყვე­ლას ძა­ლი­ან კარ­გი მო­გო­ნე­ბა აქვს. ეპი­ზო­დუ­რი რო­ლის შემ­სრუ­ლებ­ლე­ბიც კი ძა­ლი­ან ფე­რა­დე­ბი და და­სა­მახ­სოვ­რებ­ლე­ბი იყ­ვნენ. ოჯა­ხებ­ზე რომ აღა­რა­ფე­რი ვთქვათ... მერე მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფიც შე­იქ­მნა - „გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა“. ძა­ლი­ან მო­ცუ­ლო­ბი­თი და წარ­მა­ტე­ბუ­ლი პრო­ექ­ტი იყო. ყვე­ლას, ვინც იქ იყა­ვით, ძა­ლი­ან გაგ­ვი­მარ­თლა. დიდი მად­ლო­ბა ჩვენს მა­ყუ­რე­ბელს - მის უდი­დე­ბუ­ლე­სო­ბას, იმი­ტომ რომ მის გა­რე­შე არა­ფე­რი იქ­ნე­ბო­და. დიდი მხარ­და­ჭე­რა, ინ­ტე­რე­სი და მო­ლო­დი­ნი იყო სულ... ახ­ლაც კი, როცა სე­რი­ა­ლი აღარ გა­დის, მა­ინც უყუ­რე­ბენ ძველ სე­რი­ებს....

- ხა­რის­ხი­ა­ნი პრო­დუქ­ტია და ამი­ტომ...

- კი. მეც სულ ვცდი­ლობ­დი, ტო­ნუ­სი და­მე­ჭი­რა, არ მოვ­დუ­ნე­ბუ­ლი­ყა­ვი. მო­დუ­ნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას არც სცე­ნა­რი გვაძ­ლევ­და და არც მა­ყუ­რე­ბე­ლი. ამი­ტო­მაც გა­მო­ვი­და ასე­თი...

თე­ატრთან თუ გაქვთ ახლა კონ­ტაქ­ტი?

- არა, თე­ატ­რში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ სე­რი­ა­ლი რომ და­ი­წყო, ვე­ღარ შევ­ძე­ლი შე­თავ­სე­ბა. "სა­მე­ფო უბ­ნის თე­ატ­რში“ ვი­ყა­ვი. თე­ატრს სხვა­ნა­ი­რი ერ­თგუ­ლე­ბა და დრო სჭირ­დე­ბა. თან სცე­ნა­ზე ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ. ამას­თან ჩვე­ნი ეკ­რა­ნუ­ლი შვი­ლე­ბი - ჯეკო და ტასო - მა­შინ პა­ტა­რე­ბი იყ­ვნენ... მათ­თან ბევ­რი სა­მუ­შაო იყო, უნდა შეგ­ვეჩ­ვია გა­და­ღე­ბის პრო­ცეს, რა­ღა­ცე­ბი გვეს­წავ­ლე­ბი­ნა. სა­ნამ პა­ვი­ლი­ო­ნე­ბი იყო, თა­ვი­დან ცოტა პერ­სო­ნა­ჟი ვი­ყა­ვით და იქ ერ­თად ძა­ლი­ან დიდ­ხანს ვცხოვ­რობ­დით. პირ­ვე­ლი ოთხი-ხუთი სე­ზო­ნი იქი­დან არ გა­მოვ­სულ­ვართ. თან, ჩემს გმირ­ზე ბევ­რი ხაზი იყო მობ­მუ­ლი, თით­ქმის ყვე­ლა პერ­სო­ნაჟ­თან მქონ­და შე­ხე­ბა და პარტნი­ო­რო­ბა, ამი­ტომ თე­ატ­რის­თვის დრო აღარ მრჩე­ბო­და. ბევ­რი რამ სჭირ­დე­ბა ამ ხე­ლოვ­ნე­ბას... ძა­ლი­ან პრე­ტენ­ზი­უ­ლი, სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო პრო­ცე­სია, ბევ­რი რამ უნდა დაგ­როვ­დეს შე­მოქ­მედ­ში, რომ ეს შეძ­ლოს. მე ეს ნერ­ვი­უ­ლო­ბა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სულ მქონ­და და ალ­ბათ სულ მექ­ნე­ბა.

- ბევრ ადა­მი­ანს უყ­ვარ­ხართ... „თე­ატ­რა­ლურ­ში“ ვინ იყ­ვნენ თქვე­ნი პე­და­გო­გე­ბი?

- ჩემი ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო ან­ზორ ქუ­თა­თე­ლა­ძე, მე­ო­რე პე­და­გო­გი კი დი­მიტ­რი ხვთი­სი­აშ­ვი­ლი. მე­ტყვე­ლე­ბას ქალ­ბა­ტო­ნი ზი­ნა­ი­და კვე­რენ­ჩხი­ლა­ძე და ცი­ცი­ნო კო­ბი­აშ­ვი­ლი გვას­წავ­ლიდ­ნენ. ინ­სტი­ტუ­ტში სტუ­დენ­ტურ სპექ­ტაკ­ლებ­ში შალ­ვა გა­წე­რი­ლი­ას­თან და ცოტა ხანი ლილი იო­სე­ლი­ან­თა­ნაც მო­მი­წია მუ­შა­ო­ბამ, ბა­ტონ­მა დი­მამ წაგ­ვიყ­ვა­ნა დად­გმა­ზე. მოკ­ლედ, ამ ხალ­ხთან მქონ­და შე­ხე­ბა. ბო­ლოს კი „თე­მურ ჩხე­ი­ძის სა­ხე­ლოს­ნო­ში“ ვი­ყა­ვი და იქ ვი­ყა­ვი.

- ამ ეტაპ­ზე რას საქ­მი­ა­ნობთ, რას აკე­თებთ? გვი­თხა­რით ჩვენ და უთხა­რით თქვენს გულ­შე­მატ­კივ­რებ­სა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლებს, ვი­საც ასე უყ­ვარ­ხართ..

- გან­სა­კუთ­რე­ბულს არა­ფერს. ტე­ლე­ვი­ზი­ის­თვის ვახ­მო­ვა­ნებ, ხან რეკ­ლა­მაა, ხან - სხვა რამ. ხომ ვამ­ბობ, ისე­თი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი, არა­ფე­რია. ფაქ­ტობ­რი­ვად, ამის გარ­და სხვა საქ­მე არ მაქვს.

წყარო: ambebi.ge